თევდორე მღვდლის ქუჩაზე, ბინაში, სადაც ხანძარი გაჩნდა, შვიდი წლის ბავშვი იმყოფებოდა

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, ბინაში, სადაც ხანძარი გაჩნდა, შემთხვევის დროს მხოლოდ შვიდი წლის ბავშვი იმყოფებოდა.

თვითმხილველების თქმით შემთხვევის დროს მშობლები სახლში არ იყვნენ.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის სამმართველოს უფროსმა, ოთარ კერესელიძემ განაცხადა, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

„შემოვიდა შეტყობინება, რომ თევდორე მღვდლის # 49-ში მეექვსე სართულზე იყო ხანძარი. მეხანძრე მაშველების დროული რეაგირების შედეგად, მოხდა ხანძრის დროული ლოკალიზება. მოსახლეობა გამოვიყვანეთ. ჩვენი ინფორმაციით, ბინაში მცირეწლოვანი იმყოფებოდა, რომელიც მეზობლებმა გაიყვანეს მაშველების მოსვლამდე. ბავშვი იყო მარტო. საბედნიეროდ დაშავებული არავინ არის. მიზეზს გამოძიება დაადგენს“, – განაცხადა ოთარ კერესელიძემ.

მეზობლების ინფორმაციით, ბავშვი სანთებელით თამაშობდა, რა დროსაც ცეცხლი სავარაუდოდ საწოლის გადასაფარებელს მოეკიდა.

ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

banner
წინა სტატიაში„თიბისი ბანკმა“ 34 მილიონი აშშ დოლარის საკრედიტო რესურსი მიიღო
შემდეგი სტატიაბადრი ჯაფარიძე – ავთო წერეთელი არის ძალიან სანდო და მნიშვნელოვნი ბიზნესმენი