თეთრმა სახლმა უკრაინას სამხედრო დახმარების პაკეტი გაუყინა

თეთრი სახლი უკრაინისთვის 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას ამზადებდა, მაგრამ ახლა უცნობია, უკრაინა მას მიიღებს თუ არა. პაკეტს რუსეთის მხრიდან უკრაინის საზღვარზე სამხედრო ძალების მობილიზების პასუხად ამზადებდნენ და მასზე სახელმწიფო დეპარტამენტი და პენტაგონი ერთად მუშაობდა.

უკარინული მედია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომ აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა განაცხადა, რომ ჯარების ნაწილი საზღვრიდან გაიყვანა, პროექტი დააპაუზა და ბაიდენ-პუტინის სამიტისთვის მზადება დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიგაეროს მოქმედი გენერალური დირექტორი მეორე ვადით აირჩიეს
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა