თეთრი სახლის წარმომადგენელი – „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნები დღეს გამოაცხადებენ უსაფრთხოების ვალდებულებათა ნაკრებს ომისშემდგომი უკრაინისთვის

„დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნები დღეს გამოაცხადებენ უსაფრთხოების ვალდებულებათა ნაკრებს ომისშემდგომი უკრაინისთვის, – ამის შესახებ ევროპის საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ამანდა სლოუთმა განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, მრავალმხრივი განცხადება რუსეთს მნიშვნელოვან სიგნალს გაუგზავნის, რომ დრო მის მხარეს არ არის.

„ეს მიანიშნებს ერთობლივ გრძელვადიან ვალდებულებაზე უკრაინის მძლავრი თავდაცვითი ძალის შესაქმნელად“, – განაცხადა ამანდა სლოუთმა.

„დიდი შვიდეული“ შედგება მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკებისგან: საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და კანადა.

banner
წინა სტატიაშიმაჭარაშვილი – ვილნიუსის სამიტზე დამტკიცდა, რომ ნატო-ს ფრთხილი და პრაგმატული პოლიტიკა აქვს, მით უმეტეს, რუსეთის მიმართ
შემდეგი სტატიაყუბანში წყალდიდობის გამო, საგანგებო რეჟიმია შემოღებული (ვიდეო)