თენგიზ ფხალაძე : ოკუპირებულ აფხაზეთთან ე.წ. ხელშეკრულების რატიფიკაციასთან დაკავშირებით რუსეთის გადაწყვეტილებები აღმაშფოთებელია

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე რუსეთის ქმედებებს აფასებს და აცხადებს, რომ პუტინის ქმედება ე.წ. მორიგი ხელშეკრულების რატიფიკაციასთან დაკავშირებით კიდევ უფრო დაძაბავს უსაფრთხოების ისედაც საკმაოდ სუსტ გარემოს საქართველოსა და რეგიონში.
“უკიდურესად აღმაშფოთებელია გუშინდელი გადაწყვეტილებები ოკუპირებულ რეგიონებთან ე.წ. მორიგი ხელშეკრულების რატიფიკაციასთან დაკავშირებით, მით უფრო, იმ ფონზე, როდესაც ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ გადმოკვეთოს საოკუპაციო ზოლი და ელემენტარული ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დახმარება მიიღოს.
განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ე.წ. შეიარაღებული ძალების შესვლა რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში. ეს არის ნაბიჯი, რომელიც კიდევ უფრო დაძაბავს უსაფრთხოების ისედაც საკმაოდ სუსტ გარემოს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში და კიდევ ერთხელ, ორივე ნაბიჯი ხაზს უსვამს იმას, რომ საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე უნდა იყოს უფრო აქტიური, უფრო ძლიერი იმისათვის, რომ მომავალში მსგავსი ნაბიჯები არ გადაიდგას”, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახიძე ჩაბუქის საქმეზე : ექსტრადირების საკითხთან იმედს გამოვთქვამ სასამართლო იხელმძღვანელებს საერთაშორისო სტანდარტებით
შემდეგი სტატიაჩაბუქის საქმესთან დაკავშირებით მაქვს ჩემი შინაგანი რწმენა – კილაძე