ჩაბუქის საქმესთან დაკავშირებით მაქვს ჩემი შინაგანი რწმენა – კილაძე

მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმესთან დაკავშირებით მაქვს ჩემი შინაგანი რწმენა – აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე და იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი:
„მთავარი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანის უფლებები იყოს დაცული. ისიც გვესმის, რომ საქმეს აქვს დიდი საერთაშორისო რეზონანსი. იმედს ვიტოვებ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება კანონიერი და სამართლიანი“, – განუცხადა ჟურნალისტებს სოფო კილაძემ.
შეგახსენებთ, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირების საკითხზე სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს.

banner
წინა სტატიაშითენგიზ ფხალაძე : ოკუპირებულ აფხაზეთთან ე.წ. ხელშეკრულების რატიფიკაციასთან დაკავშირებით რუსეთის გადაწყვეტილებები აღმაშფოთებელია
შემდეგი სტატიაჩაბუქის საქმეზე გადაწყევტილება უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს – დეკანოიძე