თენგიზ ფხალაძე – ნიკა რურუა ყოველთვის შემართებისა და პრინციპულობის მაგალითი იყო

სირცხვილია, რომ იმალებოდეს პრეზიდენტის წერილები

ნიკა რურუა ყოველთვის შემართებისა და პრინციპულობის მაგალითი იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ განაცხადა.

„ეს დიდი დანაკარგია ყველასთვის. ჩვენი თაობისთვის, მომავალი თაობისთვის, იმიტომ, რომ ნიკა ყოველთვის შემართებისა და პრინციპულობის მაგალითი იყო. ეს იყო ადამიანი, რომელიც ყოველთვის ცდილობდა, რომ იდეალები და ღირებულებები, რომლებსაც ემსახურებოდა, ბოლომდე დაეცვა და იცავდა კიდევაც. ძალიან დიდი დანაკლისია და ძალიან ძნელია ნიკაზე წარსულ დროში ლაპარაკი“, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

ნიკა რურუა ვერის სასაფლაოზე, წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძარშია დასვენებული. ნიკა რურუას ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ და ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი დეპუტატი და კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა 50 წლის ასაკში საკუთარ სახლში, 4 დეკემბერს გარდაცვლილი იპოვეს.

banner
წინა სტატიაშიალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობის პრეზენტაცია ხვალ გაიმართება
შემდეგი სტატია„დარწმუნებული ვარ, ჰააგის სასამართლოს პროკურატურის გამოძიება გახდება საერთაშორისო სამართლის აღსრულების საფუძველი”