ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობის პრეზენტაცია ხვალ გაიმართება

ჟურნალისტ ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობის პრეზენტაცია ხვალ გაიმართება. როგორც ელისაშვილმა ჟურნალისტებს  განუცხადა, ორგანიზაციის წევრები იქნებიან საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი ვატო სურგულაძე, თბილისის მერის 2016 წლის არჩევნებში მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ივანე ნორაკიძე და სხვები. მისივე თქმით, ორგანიზაციის დამფუძნებლებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ადამიანი ცნობადი სახეა თუ არა, რადგან მათთვის მნიშვნელოვანია კვალიფიციურობა და სამშობლოს სიყვარული.

ახალი სამოქალაქო ორგანიზაციის სახელწოდება „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობა“ იქნება.

„ეს ქვეყანა იხლიჩება 2 პოლიტიკური ძალის დაპირისპირებას შორის. ერთმანეთის სიძულვილით ერთმანეთს კვებავენ, ხოლო ხალხის პრობლემები ყველას დაავიწყდა. ჩვენი მიზანია ხალხის ენერგია გავაერთიანოთ, შევქმნათ ალტერნატივა და ხალხმა აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყანაზე. თითოეული მოქალაქე ვართ პასუხისმგებელი ამ ქვეყანაზე.

ყველა მეკითხება, რომ იქნება თუ არა ეს მოძრაობა მესამე ძალა. ამ ეტაპზე მივიღეთ ევროკავშირის დემოკრატიის მხარდაჭერის ფონდის ფინანსური მხარდაჭერა, რის შედეგადაც რამდენიმე წარმომადგენლობა რეგიონში გაიხსნება. არც ადრე გამოვრიცხავდი და არც ახლა გამოვრიცხავ, რომ შესაძლოა, რაღაც ეტაპზე დავრწმუნდეთ, რომ იმდენად ძლიერი პლატფორმა შევქმენით, რომ ეს გარდაიქმნას პოლიტიკურ ორგანიზაციად. თუ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას პოლიტიკაში ჩართვის შესახებ, არ ვაპირებთ პოლიტიკაში ტივტივს ან მაჩანჩალობას“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ღონისძიება ეროვნულ ბიბლიოთეკაში ხვალ, 11:00 საათზე გაიმართება.

 

წყარო: www.ipn.ge

banner
წინა სტატიაშითავდაცვის მინისტრმა ერთწლიანი ანგარიში წარადგინა
შემდეგი სტატიათენგიზ ფხალაძე – ნიკა რურუა ყოველთვის შემართებისა და პრინციპულობის მაგალითი იყო