თენგიზ ცერცვაძე: არ ვიცი “რემდესივირმა” მოახდინა ეს პატარა სასწაული თუ ორგანიზმისა და ვირუსის თავისებურებით იყო განპირობებული

„თავიდან, ვირუსის მიმდინარეობა მძიმედ დაიწყო. იყო ყელის ტკივილი, ცხელება, სერიოზული ინტოქსიკაცია. გაუარესება დაიწყო მე-3 დღიდან და 5 დღის განმავლობაში, მდგომარეობა უარესდებოდა. რაც მთავარია, უარესდებოდა იმუნური სისტემის მაჩვენებელი, რომელიც, გარკვეულ ეტაპზე, მნიშვნელოვან ნიშნულამდე დაეცა. ამ დროს მივიღე გადაწყვეტილება, გამეკეთებინა მედიკამენტი რემდესივირი, რასაც ასეთი ვნებათაღელვა მოჰყვა. მაშინ ეს მედიკამენტი არ იყო საქართველოში და უცხოეთიდან გამომიგზავნეს. მედიკამენტის გაკეთებიდან ორი დღის შემდეგ, ჩემი მდგომარეობა გაუმჯობესდა, ტემპერატურამ დაიწია, ინტოქსიკაცია მოიხსნა და რაც ყველაზე მთავარია, სისხლის მაჩვენებლებმა დაიწყო გაუმჯობესება და ერთ კვირაში მიაღწია იმ დონეს, რაც იყო დაავადებამდე. არ ვიცი, რემდესივირმა მოახდინა ეს პატარა სასწაული თუ ორგანიზმისა და ვირუსის თავისებურებით იყო განპირობებული“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: ოპოზიციას არ ააქვს  არავითარი მანევრი, ჩვენ გვაქვს უამრავი მანევრი
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯანმოს (WHO) ევროპის რეგიონულ დირექტორ ჰანს კლუგეს შეხვდა