თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედრის ექსპერტიზა დასრულებულია

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 10, 2018 18:20

თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედრის ექსპერტიზა დასრულებულია

თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედრის ექსპერტიზა დასრულებულია. გარდაცვლილი უკვე გამოასვენეს ექსპერტიზის ბიუროდან და მას საკუთარ სახლში, პანკისში გადაასვენებენ.

სამხარაული სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზას მაჩალიკაშვილების ოჯახის მოთხოვნით დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილიც დაესწრო.

როდის იქნება ექსპერტიზის დასკვნა მზად უცნობია. სპეციალისტებმა პასუხი უნდა გასცენ კითხვებს სროლის ტრაექტორიასა და გასროლილი ტყვიების რაოდენობასთან დაკავშირებით.

პროცესი 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რასაც თემირლან მაჩალიკაშვილის მამის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

პანკისის სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი ორკვირიანი კომატოზური მდგომარეობის შემდეგ დღეს გარდაიცვალა. მისი მდგომარეობა დილის 08:00 საათისთვის დამძიმდა. მას სამჯერ გაუჩერდა გული, თუმცა მეოთხედ, გულის მუშაობის აღდგენა ვეღარ მოხერხდა, რის შედეგადაც ბიოლოგიური სიკვდილი დადგა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 10, 2018 18:20