ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორი მოზარდის მკვლელობის საქმეს ახალი მოსამართლე გადაიბარებს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორი მოზარდის მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომის ეტაპი დასრულდა. 22 იანვარს საქმეს ახალი მოსამართლე გადაიბარებს და არსებითი განხილვა დაიწყება.

სხდომის თავმჯდომარემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებისა და დაცვის მხარის მტკიცებულებები დასაშვებად მიიჩნია და საქმეს დაურთო.

ორი არასრულწლოვანი ბრალდებულის ინტერესების დამცველები დარწმუნებულები არიან, რომ გარკვეული მტკიცებულება სახელმწიფო ბრალდებამ არასამართლიანად და არაობიექტურად მოიპოვა.

„ჩვენთვის მთავარია, რომ სასამართლომ დაინახოს ჭეშმარიტება და ის ყველასთვის აშკარა იქნება, როდესაც ჩვენ ახალ მტკიცებულებებს წარვადგენთ,“- განაცხადა ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ.

პროკურატურა კი ამბობს, რომ ყველა მტკიცებულება კანონიერად მოპოვებულია და არასრულწლოვნების ბრალეულობას უტყუარად ადასტურებს.

„გამოძიების მიერ საქმის მასალებში სრულად არის მოპოვებული ის დოკუმენტაცია, ის ამსახველი ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება ბრალდებულებისთვის წარდგენილი ქმედება,“- განაცხადა პროკურორმა.

banner
წინა სტატიაშითემირლან მაჩალიკაშვილის ცხედრის ექსპერტიზა დასრულებულია
შემდეგი სტატიაპანკისში გუშინ დაკავებული ზურაბ იდოიძეს ბრალი, რამდენიმე წუთის წინ წარუდგინეს