თელავში მოზარდს ავტომობილი დაეჯახა – დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

Crime Scene

კახეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 14 წლის მოზარდი დაშავდა.

შემთხვევა თელავში, რუსთაველის გამზირზე მოხდა. მოზარდს “გოლფის” მარკის ავტომობილი დაეჯახა.

თვითმხილველების თქმით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ბავშვი გზაზე გადასვლას ცდილობდა.

დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მას უკვე ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

banner
წინა სტატიაშიზაზა სარალიძის პროტესტი გრძელდება – მოკლული მოზარდის მამა შსს-ს ეზოში რჩება
შემდეგი სტატიამოზარდების მკვლელობა – საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამომძიებლების და პოლიციის დეპარტამენტის უფროსების გამოკითხვა გაგრძელდება