ზაზა სარალიძის პროტესტი გრძელდება – მოკლული მოზარდის მამა შსს-ს ეზოში რჩება

“მოთხოვნები არ შემიცვლია, მიხეილ კალანდიას დაკავებას ვითხოვ”- ეს განცხადება, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ გააკეთა. ზაზა სარალიძემ ღამე შს სამინისტროს ეზოში გაათენა. მან შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შიმშილობას დაიწყო. სარალიძის მთავარი მოთხოვნა მიხეილ კალანდიას დაკავებაა.

შვილმკვდარ მამასთან გვიან ღამით უწყების წარმომადგენელი მივიდა, თუმცა სარალიძეს ჟურნალისტებთან დეტალებზე არ უსაუბრია. ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ იმ ვიდეო-მასალის დათვალიერების ოქმზე ისაუბრა, სადაც მირზა სუბელიანი “უცნობ მამაკაცად“ არის მოხსენიებული.

“მოთხოვნები არ შემიცვლია, მიხეილ კალანდიას დაკავებას ვითხოვ. იქიდან გამომდინარე, რომ საქმის მასალებში არის საკმარისი მტკიცებულებები, რომ პასუხისგებაში მიეცეს.

1 დეკემბერს იყო, თუ 2 დეკემბერს არ აქვს მნიშვნელობა მაშინ იყო პასუხისგებაში მისაცემი მირზა სუბელიანი იმ ფაქტზე რაზეც დღეს არის მიცემული პასუხისგებაში.

ძალიან ბევრი მოწმე იყო დაკითხული 2 დეკემბერს, მაგრამ გაქრა ჩვენებები,“- აცხადებს სარალიძე.

სამინისტროსთან მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ ზაზა სარალიძის მხარდამჭერებიც, მათ შორის “სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა.

” მოთხოვნა არის დაისაჯოს ადამიანები ბრალეული ქმედებისთვის, რა დანაშაულიც მათ აქვთ ჩადენილი. იმედია ამ სამკვირიანმა ხელისუფლებამ რაღაც შინაარსი გამოიტანა წინა ხელისუფლების მხრიდან ამ მოთხოვნების იგნორისგან და ალბათ ხვდებიან ამ მოთხოვნების სერიოზულობას.

ზაზას შს სამინისტროში მაღალი თანამდებობის პირმა უთხრა, რომ კალანდიას არ დაიწერენ. ამიტომ მიიღო ზაზამ ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო,”-აცხადებს კუპრავა.

banner
წინა სტატიაში,,იმედია, მთავარ პროკურორად ისეთი კანდიდატი შეირჩევა, რომლის წარსული და აწმყო არ გააჩენს კითხვებს მის პოლიტიკურ მიკერძოებასთან დაკავშირებით”
შემდეგი სტატიათელავში მოზარდს ავტომობილი დაეჯახა – დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა