მოზარდების მკვლელობა – საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამომძიებლების და პოლიციის დეპარტამენტის უფროსების გამოკითხვა გაგრძელდება

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამომძიებლის, დეტექტივების სამმართველოსა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსების გამოკითხვა გაგრძელდება.

პროცესმა გუშინ მწვავე ხმაურის ფონზე ჩაიარა. კომისიის წევრებს აინტერესებდათ თუ რატომ ვერ მოხდა მირზა სუბელიანის იდენეტიფიცირება იმ ვიდეომასალაში, სადაც ჩანს თუ როგორ ტოვებს ის თენგიზ კალანდიასთან ერთად საცხოვრებელი სახლის ეზოს.

კომისია საგამოძიებო უწყებებს მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყების რეკომენდაციას აძლევს. სწორედ ამ საკითხის გამო გუშინ სხდომაზე უმრავლესობის წევრები ოპოზიციასაც დაუპირისპირდნენ.

“ჩვენ მათ უკვე დავუსვით რამდენიმე კითხვა და მივიღეთ მათგან საკმაოდ ბუნდოვანი პასუხები. დღეს ეს პროცესი გაგრძელდება და საზოგადოება საჯაროდ მოისმენს მათგან, თუ რა ღონისძიებები უნდა გაეტარებინათ და რა ნაბიჯები უნდა გადაედგათ და რა იყო მიზეზი იმისა, რომ ამ ნაბიჯებს არ თუ ვერ დგამდნენ,”-განაცხადა ოთარ კახიძემ.

საქმის გამომძიებლებთან დაკავშირებით კითხვები აქვთ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსაც.

banner
წინა სტატიაშითელავში მოზარდს ავტომობილი დაეჯახა – დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა
შემდეგი სტატია“სანამ კალანდიას ბორკილებით არ გამოატარებენ აქ ვიქნები” – ზაზა სარალიძემ ღამე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაათენა