თელავში მამაკაცმა ცოლი მოკლა, რის შემდეგაც თვითმკვლელობა სცადა

მკვლელობა მოხდა თელავში. ჭონქაძის ქუჩაზე საშუალო ასაკის ქალი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ქმარმა ჩაიდინა. მეზობლების ცნობით, რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, მკვლელობის შემდეგ მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობას წინ ცოლ-ქმარს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა. მკვლელობის მოტივს ოჯახის ახლობლები ვერ აკონკრეტებენ.

ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიალანია აბორტის აკრძალვაზე: ჩემი პირადი აზრი ჩემს ცხოვრებაზე აისახება – 3 შვილის დედა ვარ
შემდეგი სტატიაანა დოლიძე – მაინტერესებს კობა კობალაძის ხმა, რომლის მეგობრები და თანამებრძოლები თავის დროზე ციხეში თამარ ალანიამ პოლიტიკური ნიშნით გაუშვა