ალანია აბორტის აკრძალვაზე: ჩემი პირადი აზრი ჩემს ცხოვრებაზე აისახება – 3 შვილის დედა ვარ

region
ავტ.: region სექტემბერი 23, 2019 14:58

ალანია აბორტის აკრძალვაზე: ჩემი პირადი აზრი ჩემს ცხოვრებაზე აისახება – 3 შვილის დედა ვარ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატს თამარ ალანიას ჰკითხა, მიაჩნია თუ არა გამართლებულად ხელოვნური აბორტის საკანონმდებლო დონეზე აკრძალვა.

“დღემდე არ არსებობს ქვეყნებს შორის კონსენსუსი, თუ როდის შეიძლება, ეს უკავშირდება სიცოცხლის დაწყებას, დასაწყისად რა ითვლება ამაზე არ არის ქვეყნებში კონსესუსი. ამიტომ, ჩვენ ემბრიონს/ფეტუსს მივიჩნევთ თუ არა სიცოცხლის საწყისად და იცავს თუ არა მას სიცოცხლის უფლება, რაც ადამიანის გარანტირებული უფლებაა, ამაზე ქვეყნებს შორის ჯერ არ არის კონსესუსი. არის ქვეყნები, სადაც აკრძალულია, მაგრამ ისეთი პრობლემები იჩენს თავს, რომელიც უკავშირდება ქალთა უფლებებს. კერძოდ ქალების უფლებებს, მათი ჯანმრთელობის და არჩევანის გაკეთების თვალსაზრისით. ასევე, ამ საკითხს უკავშირდება გაუპატიურების შედეგად ფეხმძიმობა, იგივე არასრულწლოვნის დაფეხმძიმების ფაქტები, როგორ უნდა გადაწყდეს ეს საკითხი ასეთ დროს. ამიტომ ეს ძალიან სენსიტიურ მიდგომებთან არის კავშირში და რაც ყველაზე მთავარია, სტრასბურგის სასამართლო ამას ყოველთვის ქალის არჩევანის სასარგებლოდ წყვეტს ხოლმე,” – თქვა კანდიდატმა.

დეპუტატის კითხვაზე, რომ მას არა საერთაშორისო პრაქტიკა, არამედ კანდიდატის პირადი აზრი აინტერესებს, ალანია პასუხობს, – “ჩემი პირადი აზრი ჩემს ცხოვრებაზე აისახება – სამი შვილის დედა ვარ.”

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს, 23 სექტემბერს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ 20 კანდიდატის მოსმენა დაიწყო, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს წარუდგინა.

region
ავტ.: region სექტემბერი 23, 2019 14:58

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,567
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics