თელავში 26 მაისისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებისთვის დამონტაჟებული კონსტრუქცია ჩაინგრა

თელავში, თეატრის წინ 26 მაისისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებისთვის დამონტაჟებული კონსტრუქცია ჩაინგრა.

კონსტრუქციის აგება წუხელ გვიან ღამით დაიწყო და დღეს დილით განახლდა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ კონსტრუქციაზე ერთ-ერთი მუშა ავიდა, რის შემდეგაც ის ჩაინგრა.

როგორც ​საქართველოს პირველ არხს კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა, ზაქრო რაზმაძემ განუცხადა, თელავში დაგეგმილი სადღესასწაულო პროგრამა ნაწილობრივ შეიცვლება. მისივე თქმით, შემთხვევისას არავინ დაშავებულა.

თელავის მერიაში აცხადებენ, რომ არ აქვთ ინფორმაცია, რომელი კომპანია ახორციელებდა სცენის მონტაჟს და ამბობენ, რომ კულტურის სამინისტროს ორგანიზებით მიმდინარეობდა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული პოლიტიკური ნდობა და ინტერესი დღითიდღე მტკიცდება
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – თუ დავინახავთ, რომ მაღაროელებსა და კომპანიას შორის მოლაპარაკებები ჩიხში შედის, მყისიერად ჩავერთვებით