თეიმურაზ ჯანჯალიას ხელმძღვანელობით გაიმართა უწყებათაშორისი კონსულტაციები, 2022 წლის 11 აპრილს საქართველოსთვის ევროკომისიის მიერ გადმოცემული სპეციალური კითხვარის შევსების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების დასახვასთან დაკავშირებით

12 აპრილს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალიას ხელმძღვანელობით გაიმართა უწყებათაშორისი კონსულტაციები, 2022 წლის 11 აპრილს საქართველოსთვის ევროკომისიის მიერ გადმოცემული სპეციალური კითხვარის შევსების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების დასახვასთან დაკავშირებით.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა, უწყებებისთვის კითხვარის კონტენტის გაზიარება, სამოქმედო გეგმების განსაზღვრა და სამუშაო ფორმატზე მსჯელობა.

შეთანხმდა, რომ გაგრძელდება შეხვედრები, როგორც სამუშაო, ასევე მაღალ დონეზე.

11 აპრილს, ქ. ლუქსემბურგში საქართველოს გადმოეცა ევროკაშირის კანდიდატის სტატუსის კითხვარი, რომლის საფუძველზეც ევროკომისია მოამზადებს საკუთარ შეფასების ანგარიშს (Opinion), ქვეყნისათვის კანდიდატი სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა ქალ ბიზნესლიდერთა ფედერაციასთან „ქალები მომავლისთვის“ შეხვედრა გამართა
შემდეგი სტატიარასაც ახლა უკრაინაში ვხედავთ, პუტინისგან 8-10 წლის წინ ვერ წარმოვიდგენდით – ბარაკ ობამა