რასაც ახლა უკრაინაში ვხედავთ, პუტინისგან 8-10 წლის წინ ვერ წარმოვიდგენდით – ბარაკ ობამა

„იმას, რასაც ახლა უკრაინაში ვხედავთ, 8-10 წლის წინ, პუტინისგან ვერ წარმოვიდგენდით“, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ NBC-ის გადაცემა Today-ში განაცხადა.
„იგი ყოველთვის გახვეული იყო დამახინჯებული წყენისა და ეთნიკური ნაციონალიზმის გრძნობით“, – აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

ბარაკ ობამამ ასევე დასძინა, რომ დემოკრატიას მოფრთხილება ესაჭიროება, რის გამოც ამერიკა გვერდით უნდა დაუდგეს იმ ხალხს, ვისაც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სჯერა.

„პუტინი ყოველთვის დაუნდობელი იყო როგორც თავისი ხალხის, ასევე სხვების მიმართ. ის ყოველთვის გახვეული იყო ამ გაუკუღმართებული, დამახინჯებული წყენისა და ეთნიკური ნაციონალიზმის გრძნობით. პუტინის ეს ნაწილი, ვფიქრობ, ყოველთვის არსებობდა. რაც ჩვენ უკრაინაში შეჭრისას ვნახეთ, არის ის უგუნურობა, რომელსაც 8-10 წლის წინ, მისგან ვერ წარმოვიდგენდით. მიუხედავად ამისა, საფრთხე ყოველთვის იყო… მნიშვნელოვანია არ მივიჩნიოთ, რომ ჩვენ დემოკრატიას მოფრთხილება არ სჭირდება. ამის გამო, მათ, ვისაც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სჯერა გვერდით უნდა დავუდგეთ“, – დასძინა ბარაკ ობამამ.

banner
წინა სტატიაშითეიმურაზ ჯანჯალიას ხელმძღვანელობით გაიმართა უწყებათაშორისი კონსულტაციები, 2022 წლის 11 აპრილს საქართველოსთვის ევროკომისიის მიერ გადმოცემული სპეციალური კითხვარის შევსების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების დასახვასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიაარასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირის კითხვარისა და პასუხების გასაჯაროებას ითხოვენ