თედო ჯაფარიძე: პრეზიდენტთან და პრემიერთან შეხვედრაზე კოალიციაში არსებული ვითარებაც განვიხილეთ

ხელისუფლება უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს სიტყვის თავისუფლებასა და მედიაპლურალიზმს

დეპუტატმა თედო ჯაფარიძემ პრემიერისა და პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, რამდენიმე საკითხი განიხილეს, ერთ-ერთი საკითხი კოალიციაში მიმდინარე ვითარებაა.

„განვიხილეთ, რა თქმა უნდა, ძალიან მწვავე და ჩვენთვის საინტერესო თემები, ეს არის დაკავშირებული ვარშავის მოახლოებულ სამიტთან, ვიზალიბერალიზაციასთან და განვიხილეთ რამდენიმე საკითხი, რომელიც დაკავშირებულია შიდა პროცესებთან, კოალიციაში არსებულ ახალ გადაადგილებებთან, ასევე რეგიონში არსებული ვითარებაც განვიხილეთ“. – აღნიშნა თედო ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი დღეს განცხადებას გააკეთებს
შემდეგი სტატიასაქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება