თეა წულუკიანმა იუსტიციის სახლში სოციალური საწარმო გახსნა

news
ავტ.: news ნოემბერი 30, 2015 13:32

თეა წულუკიანმა იუსტიციის სახლში სოციალური საწარმო გახსნა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით, იუსტიციის სახლში, სოციალური საწარმო – კაფეტერია გახსნა.
სოციალური საწარმო იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ “დანაშაულის პრევენციის ცენტრის” მიერ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საგრანტო პროგრამის ფარგლებში შეიქმნა.
გახსნის ცერემონიას საქართველოში შვეიცარიის ელჩი ლუკას ბეგლინგერი და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ილიანა დერილოვა დაესწრნენ.
საწარმო მიზნად ისახავს ყოფილი და რისკის ქვეშ მყოფი ნარკომომხმარებლების, მათ შორის პოტენციური მიგრანტებისა და ყოფილი პატიმრების დასაქმებას, რაც მათ საზოგადოებაში რესოციალიზაციას შეუწყობს ხელს.
სოციალურ საწარმოში 13 პირი დასაქმდა. კაფეტერიის ხელმძღვანელი, ბუღალტერი და 3 მზარეული პროფესიული ნიშნით შეირჩნენ, ხოლო დამხმარე პოზიციები ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროგრამის ბენეფიციარებმა და მათი ოჯახის წევრებმა დაიკავეს.
კაფეტერია თბილისის იუსტიციის სახლში მომუშავე პერსონალისთვის ამოქმედდა. სოციალური საწარმოს საშუალებით, ერთი მხრივ იუსტიციის სახლში განთავსებული სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები ყოველდღიურად, ხელმისაწვდომ ფასად შეძლებენ კაფეტერიით და მაღალი ხარისხის პროდუქტით სარგებლობას, მეორე მხრივ კი, “ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის” ბენეფიციარებს შემოსავლის წყარო გაუჩნდებათ. გარდა ამისა, დასაქმებული ბენეფიციარები გაიუმჯობესებენ იმ შრომით და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებს, რაც მომავალში მათ წარმატებულ საქმიანობას შეუწყობს ხელს.

news
ავტ.: news ნოემბერი 30, 2015 13:32

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics