თეა წულუკიანი -თითოეულმა მოქალაქემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ

ალბათ ყველა სამთავრობო უწყებებმა და თითოეულმა მოქალაქემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს ჩატარებული სპეცოპერაციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სუს-ი ქვეყანაში უსაფრთხო და მშვიდ ცხოვრებას უზრუნველყოფს.

“ალბათ ყველა სამთავრობო უწყებებმა და თითოეულმა მოქალაქემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ, რადგან როგორც ადრეც ვამბობდით და ახლა უკვე თვალხილული გახდა, სუს-ი არის ის სამსახური, რომელიც დღედაღამე შრომობს იმისთვის, რომ ჩვენ ვიცხოვროთ მშვიდ და უსაფრთხო ქვეყანაში. რა თქმა უნდა, მათ აქვთ მხარდაჭერა და უნდა ჰქონდეთ კიდვაც, ეს იქნება საკანონმდებლო თუ პრაქტიკაში, იმისათვის, რომ ჩვენი მომავალი თაობები იზრდებოდნენ მშვიდობიან და სტაბილურ ქვეყანაში”, -განაცხადა წულუკიანმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის წარმომადგენლებმა თბილისსა და ახმეტაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ხუთი პირი დააკავეს.

banner
წინა სტატიაში,,მოხდა საფრთხის თავიდან აცილება და განეიტრალდნენ ადამიანები, რომლებიც ტერორისტულ აქტებს გეგმავდნენ”
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – პარლამენტს ამბიციური გეგმები აქვს