,,მოხდა საფრთხის თავიდან აცილება და განეიტრალდნენ ადამიანები, რომლებიც ტერორისტულ აქტებს გეგმავდნენ”

საფრთხე იქნა თავიდან აცილებული და განეიტრალდნენ ის ადამიანები, რომლებიც ტერორისტულ აქტებს გეგმავდნენ, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, საფრთხის თავიდან აცილება სპეცსამსახურების გამართულმა მუშაობამ განაპირობა.

“ტერორიზმი თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე დიდი გამოწვევაა და ყველაზე დიდი საფრთხე, რომელიც ემუქრება ნებისმიერ მოქალაქეს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სპეცოპერაციები ჩატარდა ისე რომ არ მოხდა იმ გეგმების განხორციელება რაც ჰქონდა სავარაუდოდ ტერორისტებს. საფრთხე იქნა თავიდან აცილებული და განეიტრალდნენ ის ადამიანები, რომლებიც ამ ტერორისტულ აქტებს გეგმავდნენ. ეს მოხერხდა როგორც სპეცსამსახურების ძალიან გამართული მუშაობით, -განაცხადა სუბარმა.

banner
წინა სტატიაშიექსპერტიზის დასკვნაში არ არის ნათქვამი, რომ ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუთავსებელია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნასთან
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი -თითოეულმა მოქალაქემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ