თეა წულუკიანი პრეზიდენტის განცხადებაზე: შეიძლება ითქვას, რომ მან ესროლა მთავრობას და სინამდვილეში, ტყვია ქვეყანას მოხვდა

“არც კი ვიცი, საიდან შეიძლება დაიწყო ამ ბრიფინგის შეფასება, იმდენად ბევრი უსამართლობა, ბევრი ფაქტობრივი შეცდომაა…მოკლედ ვფიქრობდი, რა შეიძლება ითქვას მთავრობასთან მიმართებაში, ალბათ ასე შეიძლება ითქვას, რომ მან ესროლა მთავრობას და სინამდვილეში ტყვია მოხვდა ქვეყანას, სინამდვილეში მე ასეთი განცდა დამრჩა.

მას უნდოდა მთავრობის დაზიანება, მაგრამ ალბათ, მისდა უნებურად, მისი ბრიფინგები პირდაპირ მიეძღვნა დაზიანების იმისა, რომ ჩვენ მივიღოთ ის სტატუსი, რისკენაც ჩვენ მივისწრაფით და როგორც მან თქვა, ისიც მიისწრაფვის და მე ამის მჯერა”,- ასე გამოეხმაურა იმედის ეთერში კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ ბრიფინგს.

„არ მოგვეწონა, რომ მან ძალიან ბევრი უსამართლო დარტყმა განახორციელა მთავრობაზე, მაშინ როდესაც შეგვახსენა ტრადიციები. თუ ტრადიციებზე მიდგა საქმე, მე ასეთი ქართული ტრადიცია ვიცი, რომ წინა კაცი უკანა კაცის ხიდიაო. სულ სხვა რამეს მოველოდი წინ მყოფი კაცისგან, რომ მისი შვილის ასაკის მინისტრებისა და პრემიერ-მინისტრისთვის ხიდი ყოფილიყო. პირიქით, მოტრიალდა და გვესროლა. მაგრამ ეს ტყვია ჩვენ არ მოგვხვდა, იმიტომ რომ არ გვეკუთვნის. ის მოხვდა იმ საქმეს, რომლისთვისაც პრეზიდენტი ჩვენს გაერთიანებას ცდილობდა, ანუ კანდიდატის სტატუსის მოპოვებას. ამით პრეზიდენტი პირდაპირ დაჯდა ოპოზიციის დესტრუქციულ ნარატივზე, ჩემდა სამწუხაროდ. მისი ყველა სიტყვა, მისდა უნებურად, მინდა ამის მჯეროდეს, მიმართული იყო იქითკენ, რომ როგორმე მთავრობა, ანუ ამ შემთხვევაში ქვეყანა, არ იყოს წარმატებული ამ გზაზე. რა თქმა უნდა, ეს სულაც არ არის სასიხარულო“, – განაცხადა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიმაკრონი: ევროკავშირში გაწევრიანება არ შეიძლება იყოს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს სტაბილურობის ერთადერთი პასუხი
შემდეგი სტატიაევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე ირაკლი კობახიძეს ვლადიმირ პუტინის ადარებს