მაკრონი: ევროკავშირში გაწევრიანება არ შეიძლება იყოს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს სტაბილურობის ერთადერთი პასუხი

ევროკავშირში გაწევრიანება არ შეიძლება იყოს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს სტაბილურობის ერთადერთი პასუხი, ჩვენ ასევე უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ევროპის გამარტივება, რათა ის უფრო ეფექტური იყოს, – ამის შესახებ მოლდოვაში ვიზიტით მყოფმა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია უფრო ფართო ევროპული პოლიტიკური საზოგადოების შექმნა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში თანამშრომლობისთვის, როგორიცაა თავდაცვა და უსაფრთხოება, რაც გაწევრიანებას არ ჩაანაცვლებს.

აღსანიშნავია, რომ 23-24 ივნისს დაგეგმილი სამიტი, სადაც „ტრიოსთვის“ ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, იქნება ბოლო სამიტი, სადაც საფრანგეთი როტაციული პრინციპით თავმჯდომარის სტატუსით იქნება წარდგენილი.

„საკითხი დაყენებულია. ევროკომისია განიხილავს მას და საბჭოს წევრები გადაწყვეტენ. მე არ მინდა, წინასწარ ვიმსჯელო ამ გადაწყვეტილებაზე აქ, რადგან ჩემი, როგორც ევროპული საბჭოს როტაციული თავმჯდომარის როლი, არის კონსენსუსის შექმნა. თუმცა, ჩემი სურვილია, რომ ჩვენ შევძლოთ პოზიტიური და მკაფიო გზავნილის გაგზავნა ამ მოთხოვნის შესახებ“, – განაცხადა მაკრონმა.

banner
წინა სტატიაში„სიენენი“ – უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების ახალი, მილიარდიანი პაკეტი ჰაუბიცებს, საბრძოლო მასალებსა და ჰარპუნის სანაპირო დაცვის სისტემებს მოიცავს
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი პრეზიდენტის განცხადებაზე: შეიძლება ითქვას, რომ მან ესროლა მთავრობას და სინამდვილეში, ტყვია ქვეყანას მოხვდა