თეა წულუკიანი იმედოვნებს, რომ ჰააგის სასამართლო ქართული მხარის მტკიცებულებებს გაიზიარებს

news
ავტ.: news აგვისტო 8, 2016 12:47

თეა წულუკიანი იმედოვნებს, რომ ჰააგის სასამართლო ქართული მხარის მტკიცებულებებს გაიზიარებს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმედოვნებს, ჰააგის საერთაშორისო სასამართლო აგვისტოს ომის გამოძების პროცესში ქართული მხარის მტკიცებულებებს გაიზიარებს.

როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, ჰააგაში გამოძიება მიყვება თავის პროცედურებს და საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს პროკურორ ფატუ ბენსუდას ოფისთან.

“ჰააგის სასამართლომ, როგორც იცით, გამოძიება დაიწყი. ეს განოძიება მიყვება თავის პროცედურებს.
საქართველოს მთავრობა თანამშრომლობს ფატუ ბენსუდას ოფისთან იმ ორი მიმართულებით, რაც ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი და სახლემწიფო ინტერესის შემცველი. ეს არის ქართველების ეთნიკური წმენდა აგვისტოს ომის დროს, რომელზეც ძალიან ბევრი მტკიცებულება გვაქვს. იმედი მაქვს, რომ გამოძიება ჩვენს მტკიცებულებას გაიზიარებს. მეორე მიმართულება, ძირითადი, არის ჩვენი სამხედრო ტყვეების წამება და ზოგიერთი მათგანის მკვლელობა. სტრასბურგის სასამართლოშიც მიმდინარეობს პროცესი და ალბათ ძალიან მალე იქნება ზეპირი განხილვა, რადგან წერილობითი პროცედურები უკვე დასრულებულია”,-აღნიშნა თეა წულუკიანმა.

news
ავტ.: news აგვისტო 8, 2016 12:47

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,525
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics