9 აგვისტოს პრეზიდენტი რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 9 აგვისტოს იმ საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდება, რომლებიც კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრის ჩაწერას ითხოვენ, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ხვალ, პრეზიდენტი შეხვდება საინიციატივო ჯგუფის წევრებს და ბუნებრივია კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადებში პრეზიდენტი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.“

შეგახსენებთთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქორწინებასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა, რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე პრეზიდენტს გადაუგზავნა.

კანონმდელობის მიხედვით, პრეზიდენტს 30-დღიანი ვადა აქვს საკითხის დადებითად ან უარყოფითად გადაწყვეტისთვის.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი იმედოვნებს, რომ ჰააგის სასამართლო ქართული მხარის მტკიცებულებებს გაიზიარებს
შემდეგი სტატიათამაზ მეჭიაური: ისეთი არაპოპულარული პიროვნებისგანაც კი, როგორიც საქართველოს პრეზიდენტია, მოველი გმირულ საქციელს