თეა წულუკიანი : დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ყველა დავინახავთ, ვინ სად დადგება საარჩევნო კამპანიის დროს

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ყველა დავინახავთ, ვინ სად დადგება იმ საარჩევნო კამპანიაში, რომელიც წინ გვაქვს, – ასე უპასუხა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტების კითხვას, შესაძლებელია თუ არა ის იყოს „ქართული ოცნების“ სიის ლიდერი და იგეგმება, თუ არა დაწინაურება, როგორც ეს პრემიერმა პარლამენტის სხდომაზე დააანონსა.

„ვფიქრობ, პრემიერის ეს რეპლიკა, პასუხი იყო იმ, აბსოლუტურად ოდიოზურად ქცეული პოლიტიკოსის კივილზე, რომელიც ყველამ ერთად ვიხილეთ პარლამენტში და არ მგონია, რომ ამის უკან რაიმე ტიპის რეალური გეგმები იდგეს. სია თუ არა, პარლამენტი თუ არა, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ყველა დავინახავთ, ვინ სად დადგება იმ საარჩევნო კამპანიაში, რომელიც ჩვენ ყველას გვაქვს წინ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე – ხუთზე მეტი ადამიანის შეკრებისას, პირბადე გარე სივრცეშიც აუცილებელია
შემდეგი სტატიათბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე აფეთქება მოხდა