თეა წულუკიანი: არანაირი დისკომფორტი არ მაქვს, რომ ვერ ვხედავ, მაგალითად, ჩემთვის საყვარელ რომან გოცირიძეს ჩემს გვერდით, სკამზე დამჯდარს

არანაირი დისკომფორტი არ მაქვს, რომ ვერ ვხედავ, მაგალითად, ჩემთვის საყვარელ რომან გოცირიძეს ჩემს გვერდით, სკამზე დამჯდარს, – ამის შესახებ გადაცემა „ღამის კურიერში” თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას აქამდე არცერთი ჯანსაღი კანონპროექტისთვის ხმა არ მიუცია და ძირითადად, დესტრუქციით იყო დაკავებული.

მას კითხვით მიმართეს, თუ „ქართული ოცნება” მომდევნო 4 წლის განმავლობაში დარჩება ერთადერთი პოლიტიკური ძალა პარლამენტში, ეს შეაფერხებს თუ არა საქართველოს კურსს გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი, წულუკიანმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ამაზე პასუხი არ აქვს.

„არ ვიცი წინასწარ, შეაფერხებს თუ არა ეს კონკრეტული გარემოება, არ მაქვს პასუხი. თუ დავინახე, რომ შეაფერხებს, შემდეგ ვიტყვი, რომ ამან შეაფერხა.

რაც შეეხება სრულფასოვან საკანონმდებლო საქმიანობას შეაფერხებს თუ არა, რა თქმა უნდა, არ შეაფერხებს. ჩვენ უკვე დღეს დავიწყეთ კანონპროექტების ინიცირება, საკანონმდებლო საქმიანობა უკვე დაწყებულია და თქვენ თუ გაიხსენებთ ბოლო წლებს, მე არ მახსენდება ოპოზიციის მიერ იშვიათი გამონაკლისების გარდა ინიცირებული რაიმე პროექტი, რომელიც ქვეყნის განვითარებას ემსახურებოდა. არცერთ ჯანსაღ რეფორმას ხმა არ მისცეს, არაფრით არ იყვნენ დაკავებული, გარდა დესტრუქციისა”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძე: გული მომიკვდა, ტყუილის ტირაჟირებისთვის ბავშვი რატომ-თქო?
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 2 პირი