შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული
მთავარი სამმართველოს და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს
თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის
ნასამართლევი გ.კ. და 1986 წელს დაბადებული ჯ.ტ. ჯგუფურად ჩადენილი
ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მიმდინარე წლის 15 დეკემბერს,
მეტროსადგური “ვარკეთილის” მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ
ტოტალიზატორში თავს დაესხნენ ამავე ტოტალიზატორის მოლარეს – 1994 წელს
დაბადებულ ნ.მ.-ს. თავდამსხმელებმა მოლარეს დანის მუქარით გააღებინეს სეიფი
და გაიტაცეს თანხა, ვიდეოკამერების ჩამწერი მოწყობილობები, რის შემდეგაც
შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, მალევე მოახდინეს დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირების
იდენტიფიცირება.
პოლიციამ გ.კ. და ჯ.ტ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავა.
გატაცებული თანხის ნაწილი ამოღებულია ნივთმტკიცებად.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2
ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას
გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: არანაირი დისკომფორტი არ მაქვს, რომ ვერ ვხედავ, მაგალითად, ჩემთვის საყვარელ რომან გოცირიძეს ჩემს გვერდით, სკამზე დამჯდარს
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი : შეთანხმება თუ შედგა, ოპოზიციის მხრიდან დათმობა არის პარლამენტში შესვლა, ამის თქმა ნუ ერიდება ნურავის, ხმამაღლა თქვან, ეს არ არის ქვეყნის ღალატი