,,თბილისში უმუშევრობის და გაჭირვების გარდა უმთავრესი პრობლემა საცობებია” – ღვინიაშვილი

მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს წევრის გიორგი ღვინიაშვილის კომენტარი
,,თბილისში უმუშევრობის და გაჭირვების გარდა უმთავრესი პრობლემა საცობებია. თბილისი ფაქტიურად გახდა გაუვალი ქალაქი, შეჩერებულია შემოვლითი რკინიგზის პროექტი, რომელიც მთავრობამ ასევე არამიზნობრივ ხარჯად ჩათვალა, შემდეგ დააანონსა, რომ გაგრძელდებოდა თუმცა როდის განახლდება ეს სასიცოცხლო პროექტი არავინ იცის. 15 წლის წინ, ქყვეყანაში იყო 250 000 ავტომობილი და დღეს არის მილიონ 200 000 და მემგონი, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ასეთი მოცულობის ტრანსპორტს სჭირდება სხვა ინფრასტრუქტურა, ახალი გზები და სხვა გამტარები,’’ – განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჭიაბერაშვილი: საწვავზე აქციზის გაზრდამ ხალხს ცხოვრება გაუძვირა
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: პარლამენტში შექმნილ საორგანიზაციო კომისიას, რომელიც კონსტიტუციის სახალხო განხილვას გულისხმობს, არ შეუერთდება