რომან გოცირიძე: პარლამენტში შექმნილ საორგანიზაციო კომისიას, რომელიც კონსტიტუციის სახალხო განხილვას გულისხმობს, არ შეუერთდება

საპარლამენტო ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მორაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძის განცხადებით, პარტია პარლამენტში შექმნილ საორგანიზაციო კომისიას, რომელიც კონსტიტუციის სახალხო განხილვას გულისხმობს, არ შეუერთდება. თუმცა, ენმ დამუკიდებლად და კამპანია – დაიცავი კონსტიტუციის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს დაიწყებს, რომლის ფარგლებშიც შეეცდება საზოგადოება დაარწმუნოს, რომ შემოთავაზებული ცვლილებები მათ ინტერესებს არ შეესაბამება.
„ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ცდილობს ხელისუფლება კონსტიტუციის მორგებას. დავინახეთ თუ როგორ ცდილობდა ხელისუფლება საკონსტიტუციო კომისიის გამოყენებას, რათა შეექმნა ილუზია თითქოს ეს დოკუმენტი ერთობლივი მუშაობის შედეგია. თუმცა ხელისუფლება ამ პროცესში მარტო დარჩა , მათ ყველამ ზურგი აქცია და ეს კომიაი დატოვეს როგორც პოლიტიკურმა პარტიებმა, ასევე არასამთავრობო სექტორმაც.
დღეს ვხედავთ, რომ პარლამენტში საორგანიზაციო კომისია შეიქმნა, რომელმაც კონსტიტუციის საერთო სახალხო განხილვა უნდა უზრუნველყოს. ჩვენ უნდობლობას ვუცხადებთ ამ პროცესს. ნაციონალური მოძრაობა არ მიიღებს მონაწილეობას ამ კომისიის მუშაობაში, რადგან ესაა იმ კურსისა გაგრძელება, რასაც ხელისუფლება ეწეოდა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ფარგლებში. თუმცა, ენმ დამუკიდებლად და კამპანია – დაიცავი კონსტიტუციის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს დაიწყებს, რომლის ფარგლებშიც შეეცდება საზოგადოება დაარწმუნოს, რომ შემოთავაზებული ცვლილებები მათ ინტერესებს არ შეესაბამება.
ასევე, შვეცდებით ჩვენი ხმა მივიტანოთ საერთაშორისო თანამეგობრობამდე, რათა არ გავიდეს ისეთი დოკუმენტი, რომელიც საქართველოს განვითარებას შეუშლის ხელს.“

banner
წინა სტატიაში,,თბილისში უმუშევრობის და გაჭირვების გარდა უმთავრესი პრობლემა საცობებია” – ღვინიაშვილი
შემდეგი სტატიაშემოთავაზებული საარჩევნო სისტემა ნამდვილად წააგავს მუსოლინის სისტემას