თბილისში, სადეზინფექციო სამუშაოები დღეს გვიან ღამით დაიწყება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 24, 2020 15:22

თბილისში, სადეზინფექციო სამუშაოები დღეს გვიან ღამით დაიწყება

თბილისში, სადეზინფექციო სამუშაოები დღეს გვიან ღამით დაიწყება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, კორონავირუსის საპროფილაქტიკო ღონისძიებების ფარგლებში, დედაქალაქში სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება.

სამუშაოებში ჩართული იქნება 60 ერთეული ტექნიკა, რომელიც დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად, დაათვალიერა.

„ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად დღეს ღამით ვიწყებთ. სადეზინფექციო სამუშაოები ქუჩებზე განხორციელდება, სადაც გაჩერებები და მეტროს შესასვლელებია. ღონისძიება რამდენიმე დღე გაგრძელდება, ამის შემდეგ კი უკვე ინდივიდუალურად დავიწყებთ მხოლოდ და მხოლოდ გაჩერებების, მეტროს ჩასასვლელების სადეზინფექციო სამუშაოებს. როგორც იცით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი -ავტობუსები, მეტროსადგურები ყოველდღიურ რეჟიმში მუშავდება სპეციალური ხსნარებით. შესაბამისად, ამ პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, რომ ჯანმრთელობისთვის ეს პრეპარატი საშიში არ არის და არავინ შეშინდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელების პროცესში დედაქალაქსა და რეგიონებში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა და სპეციალისტთა ჯგუფები ჩაერთვებიან.

სადეზინფექციო სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდებული პრეპარატებით, ხოლო სამუშაოების ჩატარების ლოკაციები და განრიგი თბილისის მერიასთან შეთანხმებით და მოსახლეობის წინასწარი ინფორმირების შემდეგ განხორციელდება. სპეციალური ხსნარით დამუშავდება ხალხმრავალი ადგილები და ღია სივრცეები, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 24, 2020 15:22

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


18,860
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics