ნათია თურნავა: არ დაჯარიმდებიან ის მძღოლები, რომლებმაც ტექდათვალიერება ვერ გაიარეს

„შექმნილ საგანგებო ვითარებაში, ჯერჯერობით არ დაჯარიმდებიან ის მძღოლები, რომლებმაც ტექდათვალიერება ვერ გაიარეს“,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ტექმომსახურების სერვისები მოემსახურება როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებს.

„პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ჩვენ დავუშვით და არ აგვიკრძალავს ტექმომსახურების სერვისების ფუნქციონირება, ისინი მოემსახურებიან როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებს.

რაც შეეხება ჯარიმებს, ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ ეტაპზე ჯარიმები არ დაეკისრებათ და ეს გადავადებულია. ასე, რომ შეუძლიათ მშვიდად იყვნენ. რა თქმა უნდა, ეს საგანგებო ვითარების პირობებში იმოქმედებს“.

banner
წინა სტატიაშითბილისში, სადეზინფექციო სამუშაოები დღეს გვიან ღამით დაიწყება
შემდეგი სტატიაონის მუნიციპალიტეტის მერი განცხადებას ავრცელებს