თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირი გადაიკეტება

Processed with VSCO with preset

თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირი გადაიკეტება, – ამის შესახებ ინფორმაციას „თბილსერვის ჯგუფი“ ავრცელებს.

„დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, რუსთაველის გამზირი, თბილისის კლასიკური გიმნაზიიდან – თავისუფლების მოედნამდე, ამაღამ 00:00 საათიდან 16 დეკემბრის 07:00 საათამდე გადაიკეტება. „თბილსერვის ჯგუფი“ ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, – აღნიშნულია „თბილსერვის ჯგუფი“ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიზაალ უდუმაშვილი – ინაუგურაციის დღეს აქციები თელავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში გაიმართება
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი მთაწმინდის პანთეონში საიდუმლოდ მივიდა