სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდის პანთეონში საიდუმლოდ მივიდა

სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდის პანთეონში საიდუმლოდ მივიდა. კადრები არჩეული პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაასაჯაროა.

საქართველოს პრეზიდენტების ინაუგურაციის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა დაფიქსირდა. სალომე ზურაბიშვილმა, ღონისძიებების პირველი ეტაპი ჟურნალისტებისგან მალულად დაიწყო.

ცოტა ხნის წინ სალომე ზურაბიშვილი გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან, იმყოფებოდა, მაგრამ ისე, რომ ამის შესახებ არავინ იცოდა.

მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილს ფიცის დადებამდე გმირთა მოედანზე მისვლა სურდა, ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ის აქ აღარ მოვიდოდა. დღეს კი მოულოდნელად და ყველასგან ჩუმად, ისე, რომ არც ერთი მედიასაშუალება არ იყო გაფრთხილებული, მაინც მივიდა. თუმცა, მას საკუთარი ფოტოკამერები მაინც ახლდა.

 

banner
წინა სტატიაშითბილისში საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირი გადაიკეტება
შემდეგი სტატიადღეს “ყვითელი ჟილეტების” აქციაზე ასამდე ადამიანი დააკავეს