თბილისში, პეკინის 11 ნომერში მდებარე “აიპლიუსის” მაღაზია გაძარცვეს

თბილისში, პეკინის 11 ნომერში მდებარე “აიპლიუსის” მაღაზია გაძარცვეს , მომხდარი ქურდობის შედეგად, 30 მობილური ტელეფონია წაღებული.

მაღაზიის თანამშრომლების თქმით, მოპარული ტექნიკის ღირებულება დაახლოებით 40 000 ლარია. როგორც „აიპლიუსში“ აღნიშნავენ, მათი მაღაზია უკვე მეორედ გაქურდეს. მათივე ინფორმაციით, შემთხვევა დილით, 06:40 საათზე მოხდა. კამერების ჩანაწერების მიხედვით მაღაზიის თანამშრომლები ვარაუდობენ, რომ მძარცველები არასრულწლოვნები იყვნენ.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიჩვენ ანაკლიას ვუჭერთ მხარს… ფოთის პორტთან გავაგრძელებთ თანამშრომლობას – ნათია თურნავა
შემდეგი სტატიათბილისის განვითარების ფონდის “ახალი ხელმძღვანელი ალექსანდრე ტოგონიძე იქნება