ჩვენ ანაკლიას ვუჭერთ მხარს… ფოთის პორტთან გავაგრძელებთ თანამშრომლობას – ნათია თურნავა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 19, 2019 11:27

ჩვენ ანაკლიას ვუჭერთ მხარს… ფოთის პორტთან გავაგრძელებთ თანამშრომლობას – ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრი ანაკლიის პორტს პრიორიტეტად ასახელებს. ნათია თურნავა აცხადებს, რომ სპეკულაციები გამორიცხულია, რადგან მთავრობამ ყველაზე მსხვილი პროექტის განხორციელება გონივრულ ვადაში უნდა შეძლოს და ამის შემაფერხებელი ფოთის ღრმაწყლოვანი პორტი არ იქნება. მისივე თქმით, ფოთის პორტთან თანამშრომლობა გაგრძელდება.

„ყველანაირი სპეკულაცია არის აბსურდი, ჩვენთვის ფოთის პორტი წლების განმავლობაში არის და ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი ლოჯისტიკური ობიექტი, ჩვენი კარიბჭე. თუმცა ასევე ვამბობთ, რომ როდესაც საუბარია ახალ ღრმაწყლოვან ინფრასტრუქტურაზე, ჩვენი პრიორიტეტი არის ანაკლია. ჩვენ ანაკლიას ვუჭერთ მხარს ინფრასტრუქტურის ღრმაწყლოვანი საპორტო შესაძლებლობების განვითარების თვალსაზრისით. ფოთის პორტთან გავაგრძელებთ თანამშრომლობას იმიტომ, რომ ბევრი სხვა განვითარების გეგმა უკავშირდება ფოთის პორტს,”- აცხადებს ნათია თურნავა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 19, 2019 11:27

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


13,137
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics