თბილისში მომხდარ კიდევ ერთ სასტიკ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

საბურთალოზე, ბოლქვაძის ქუჩაზე ნაპოვნი დანაწევრებული ცხედრის იდენტიფიცირება ამ დრომდე მიმდინარეობს.

სამართალდამცველებმა დაკითხეს სათავსოს პატრონი, სადაც გვამი აღმოაჩინეს და მამაკაცმა უკვე დატოვა განყოფილება. ის მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში.

სახლის მეპატრონე, სადაც სამართალდამცავებმა დანაწევრებული მამაკაცის გვამი იპოვეს ყვება, რომ შსს-ს თანამშრომლები თავდაპირველად მის სახლში სუნის დასადგენად მივიდნენ.

მისივე თქმით, მას ეუბნებოდნენ, რომ მკვლელობა სავარაუდოდ მისმა მეგობრებმა ჩაიდინეს, რომლებიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.

მეზობლების განცხადებით, ისინი სუნმა შეაწუხა, სწორედ ამიტომ გამოიძახეს სამართალდამცველები.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი დაახლოებით ერთი თვის გარდაცვლილია. არსებობს ვერსია, რომ შესაძლოა გვამი შენობაში მიიტანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. უცნობია რა დაზიანებები ჰქონდა გარდაცვლილს და არის თუ არა დაკავებული ბრალდებული. უწყების ცნობით, გამოძიება 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიარასრულწლოვან ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს
შემდეგი სტატია“აუდიტორია 115-ის” წევრები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებს აპროტესტებენ