“აუდიტორია 115-ის” წევრები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებს აპროტესტებენ

თსუ-შისტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 დღით ადრე “უდიტორია 115” ახალ მოთხოვნებს აყენებს. მათ შენიშვნები და პრეტენზიები აქვთ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით და 25 ნოემბერს, არჩევნების დღეს საპროტესტო აქციის გამართვასაც გეგემავენ.

“წესის მიხედვით სტუდენტი, რომელიც მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ავტომატურად ხდება სტუდენტური თვითმმართველობის დელეგატთა საბჭოს წევრი,მიუხედავად იმისა მას აქვს თუ არა ამის სურვილი. გარდა ამისა ეს არჩევის წესი საარჩევნო კოდექსის მიხედვითაც არასწორია გამომდინარე იქიდან, რომ ერთი სტუდენტი ერთი ხმის პრინციპით ერთ ადამიანს აძლევს ორ სხვადასხვა სტრუქტურაში ერთი ბიულეტენის პრონციპით ხმას. ჩვენ მოვითხოვთ ი მოდელს, რომ ცალკე ჩატარდეს საფაკულტეტო საბჭოს არჩევნები, ყველა სტუდენს ჰქონდეს ერთი ხმის უფლება და აირჩეს პირდაპირი წესით საფაკულტეტო საბჭოებში ფაკულტეტიდან სტიდენტები” აცხადებს აუდიტორია 115-ის წევრი გიორგი ჯავახაძე

banner
წინა სტატიაშითბილისში მომხდარ კიდევ ერთ სასტიკ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
შემდეგი სტატია“მოსამართლეებმა უარი თქვეს პირდაპირ შეესრულებინათ ბიძინა ივანიშვილის მითითება”- რატიანი “რუსთავი 2-ის” საქმეზე საუბრობს