თბილისში მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა სპეციალურ წერილს ავრცელებს

თბილისში მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა სპეციალურ წერილს ავრცელებს. როგორც პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის დედის განცხადებაშია ნათქვამი, ოჯახის წევრები გამოძიებას ელოდებიან და მათ არასდროს დაუსახელებიათ არც დამკვეთები და არც კონკრეტული გვარები.

ძალიან საწყენია, როდესაც მედიასაშუალებით ვრცელდება არასწორი ინფორმაცია ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან დაკავშირებით. ჩვენ, თითოეული ოჯახის წევრი, 3 თვეა არაფერზე ვსაუბრობთ, რადგან ველოდებით გამოძიებას, არასდროს ჩვენ არ დაგვისახელებია არც დამკვეთები და არც კონკრეტული გვარები. ინფორმაციას ჩვენ ვიღებთ გამოძიებისგან, და არანაირი ვერსია არ გაგვაჩნია. არც ჩვენ ოჯახს და განსაკუთრებით ნიკოს მტრები არ ჰყოლია, ამიტომ ჩვენთვის რთულია ვისაუბროთ ვერსიებზე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია გამოძიების შედეგად დადგენილი ობიექტური სიმართლე. გაუგებარია რატომ უსწრებს მოვლენებს მედია და ჟურნალისტები ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე რასაც ჩვენი ნიკოს მკვლელობა ჰქვია, – წერს ნიკო კვარაცხელიას დედა.

ცნობისთვის, პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკა კვარაცხელია თბილისში, 15 სექტემბერს ჩაცხრილეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ახალგაზრდა 16 სექტემბერს, გამთენიას კლინიკაში გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიამ დღეებში ველოდებით რამდენიმე ექიმს საზღვარგარეთიდან
შემდეგი სტატიაორსული მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს