ამ დღეებში ველოდებით რამდენიმე ექიმს საზღვარგარეთიდან

ამ დღეებში ველოდებით რამდენიმე ექიმს საზღვარგარეთიდან, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს კონსულტაციას გაუწევენ, – ამის შესახებ გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ მიხეილ სააკშვილის მკურნალმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომელმაც ყოფილი პრეზიდენტი ცენტრ „ემპათიის“ კონსილიუმის ნევროლოგთან, ოთარ თოიძესთან ერთად მოინახულა.

ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, უცხოელი ექიმების საქართველოში ჩამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.

„პრეზიდენტი უჩივის საერთო სისუსტეს, გადაადგილების პრობლემები, დისბალანსი. საყურადღებოა ნეიროპათია, ასევე ნეიროდეფიციტი. ამ დღეებში ველოდებით რამდენიმე ექიმს საზღვარგარეთიდან, გერმანიიდან, ჰოლანდიიდან და ამერიკიდან, რომლებიც კონსულტაციას გაუწევენ. ეს ექიმები არიან ნევროლოგები და ფსიქო-ნევროლოგები. ესენი უნდა ჩამოსულიყვნენ დღეს და ხვალ, მაგრამ ამ ვირუსმა აურია ყველაფერი. თარიღს დავაზუსტებთ. ჩემი აზრით და ღრმა რწმენით, მგონია, რომ აქ სათანადო მკურნალობას ვერ ვუტარებთ. საუბედუროდ, ამას ვიძახით, მაგრამ ადრეც ვთქვი, რომ აუცილებელია საზღვარგარეთის ექიმების ჩართულობა“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

banner
წინა სტატიაშიოთარ თოიძე სააკაშვილზე: ვერნიკეს ენცეფალოპათია კლინიკურ სურათში წამყვანია
შემდეგი სტატიათბილისში მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა სპეციალურ წერილს ავრცელებს