თბილისში მგზავრობის ტარიფი ძვირდება

ცვლილებები დღეიდან, მოკლე მარშუტზე მოძრავ მიკროავტობუსებს შეეხება. „თბილისის მიკროავტობუსების” კომპანიის გადაწყვეტილებით, 80 თეთრიანი ტარიფი უცვლელი დარჩა, თუმცა 40 თეთრიანი ტარიფით მოძრავი ტრანსპორტი დღეიდან 50 თეთრი გახდება. გადაწყვეტილება კომპანიამ სპეციალური განცხადებით გაავრცელა, მათი თქმით ამჟამად მიმდინარეობს გადახალისება, რაც არსებული მიკროავტობუსების შეკეთებასა და მათი ახლებით ჩანაცვლებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიმამა გიორგი მამალაძე პროკურატურას ჩვენებას სავარაუდოდ ხვალ მისცემს
შემდეგი სტატიასაქართველოსთვის უვიზო რეჟიმზე მიღებული გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში დღეს გამოქვეყნდება