მამა გიორგი მამალაძე პროკურატურას ჩვენებას სავარაუდოდ ხვალ მისცემს

მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული სასულიერო პირი ჩვენების მიცემას სავარაუდოდ ხვალიდან გააგრძელებს, ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ისაუბრა. გიორგი ფანცულაიას განმარტებით, ის არ არის უფლებამოსილი ისაუბროს დეკანოზის ოჯახის წევრების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
მას შემდეგ რაც პროკურატურამ ადვოკატებთან მიმართებაში გაუთქმელობის პრინციპის გაუქმებაზე უარი განაცხადა ფანცულაია აცხადებს, რომ მხარე შედეგის მისაღებად ალტერნატიულ მექანიზმებზე დაიწყებს მსჯელობას.

„არსებობს სხვა სამართლებრივი მექანიზმებიც, ახალი გარემოებებიც და არის ალბათობა, რომ წინასასამართლომდეც მოიხსნას არგუმენტები ამასთან დაკავშირებით“- განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

ადვოკატის განმარტებით, დაცვის ღონისძიებები გრძელდება და საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, დეკანოზის უდანაშაულობა უფრო მკაფიო გახდა.

banner
წინა სტატიაშიამიერიდან ამ საქმეს ჰქვია, “რუსთავი 2”, ესე იგი “ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს წინააღმდეგ- მამუკა მდინარაძე
შემდეგი სტატიათბილისში მგზავრობის ტარიფი ძვირდება