თბილისში მგელი დაიჭირეს

რამდენიმე წუთის წინ,

თბილისში, მაყაშვილის ქუჩაზე მგელი იპოვეს. როგორც  თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში განაცხადეს, შესაბამისი შეტყობინება მათთან გუშინ შევიდა.

„გუშინ, ღამის საათებში თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში შესული შეტყობინების თანახმად, თბილისში, მაყაშვილის ქუჩაზე მოსახლეობის მიერ შემჩნეულ იქნა მგელი. სააგენტოს ოპერატიული რეაგირების ჯგუფი მალევე მივიდა შემთხვევის ადგილას და სპეციალური შპრიცსასროლი თოფის მეშვეობით მოახდინეს მგლის დაძინება ( გაბრუება ) და დაჭერა“, – განაცხადეს სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, ამჟამად მგელი მუნიციპალურ თავშესაფარში იმყოფება, სადაც მას შესაბამისი კვლევები და ანტირაბიული ვაქცინაცია ჩაუტარდა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი სოფლის საჯარო ბიბლიოთეკების წარმომადგენლებს შეხვდა
შემდეგი სტატიასოფიო ხუნწარია – ვფიქრობ, კულტურის საქალაქო სამსახური იქნება მოწოდების სიმაღლეზე, ძალიან ბევრ ამბიციურ პროექტს გპირდებით