თბილისში კანონდარღვევით გაკრული სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა დაიწყო

დედაქალაქის მერის კახა კალაძის დავალებით, „თბილსერვის ჯგუფმა“ თბილისში კანონდარღვევით გაკრული სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა დაიწყო. საარჩევნო სააგიტაციო მასალები ცოტა ხნის წინ ცოტნე დადიანისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე სპეციალური ტექნიკის მეშვეობით ჩამორეცხეს. პროცესი რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.

„ჩვენ დავიწყეთ აკრძალულ ადგილებში საარჩევნო პლაკატების ჩამორეცხვის ღონისძიებები. ეს პროცესი 2-3 დღე-ღამე გაგრძელდება და დედაქალაქში ადგილები, სადაც აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა, სრულიად გასუფთავდება. მთავარია, ხელმეორედ არ გააკრან საარჩევნო პლაკატები და თავიდან არ მოგვიწიოს დასუფთავების სამუშაოების ჩატარება“, – აცხადებს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი ლევან ჯღარკავა.

კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელს სააგიტაციო მასალების იმ შენობა-ნაგებობებიდან და დაუყოვნებლივ ჩამოხსნა დაავალა, რომელზეც მათი გაკვრა ნებადართული არაა.

banner
წინა სტატიაშიქერჩში აფეთქებას 18 ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიამესტიაში, მდინარე მულხურაში ტურისტი დაიხრჩო