თბილისში, ჯიქიაზე სახლში ხანძარი გაჩნდა

თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე ხანძარია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა.

უწყების ცნობით, ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი გავიდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი ლოკალიზებულია და რამდენიმე წუთში სრულად იქნება ლიკვიდირებული.

დამწვარია დაახლოებით 120 კვ.მ. ფართობი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა

banner
წინა სტატიაშიმთავარ პროკურორად ნათია სონღულაშვილის კანდიდატურა განიხილება
შემდეგი სტატიასოფელ ხურჩაში ოკუპაციის მუზეუმი გაიხსნა