მთავარ პროკურორად ნათია სონღულაშვილის კანდიდატურა განიხილება

მთავარ პროკურორად ნათია სონღულაშვილის კანდიდატურა განიხილება. ,,თაიმერის” ინფორმაციით სონღულაშვილთან კონულტაციები უკვე მიმდინარეობს.
39 წლის სონღულაშვილი ამჟამად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორია და ამ თანამდებობას მიმდინარე წლის თებერვლიდან იკავებს.

ნათია სონღულაშვილმა კარიერა დაიწყო 2002 წელს ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში თავდაპირველად ოპერატორად, ხოლო შემდგომ მოსამართლის თანაშემწედ და სპეციალისტად; 2005 წელს მუშაობა განაგრძო ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლად, შემდეგ კი მოსამართლის თანაშემწედ. 2006-2007 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის მოსამართლის თანაშემწედ; 2007 წლიდან 2014 წლამდე ნათია სონღულაშვილს საქართველოს პროკურატურის ორგანოებში ეკავა შემდეგი პოზიციები: ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის სტაჟიორი; საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში, თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის სტაჟიორი; ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორი; საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში, თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორი; საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში, თავდაცვის და იუსტიციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორი; საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში, თავდაცვის და სასჯელარსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორი; საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში, თავდაცვისა და სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსი პროკურორი; საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორი; საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორი; 2015 წლიდან 2018 წლამდე მუშაობდა საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე.

banner
წინა სტატიაში„ნენსკრა ჰესი“ – ენერგეტიკოსები მზარდი ენერგოდეფიციტის პირობებში ოპტიმალურ გამოსავლად ჰესების მშენებლობას მიიჩნევენ
შემდეგი სტატიათბილისში, ჯიქიაზე სახლში ხანძარი გაჩნდა