თბილისში ევროპული პრესკლუბი გაიხსნა

პრესკლუბი « თბილისი- ევროპა » თავისუფალი და საერთაშორისო სტანდარტების მედიის ხელშეწყობის მიზნით დაფუძნდა, რომელიც არასამეწარმეო, (არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსით (აიპ) იფუნქციონირებს. კლუბის წევრობა შესაძლებელი იქნება როგორც ინდივიდუალრად, ასევე ორგანიზაციების სახელით და კლუბის წევრები პრიორიტეტულად ისარგებლებენ პრეს კლუბის სერვისებით.

პრეს კლუბის დამფუძნებლებს შორის არიან ცნობილი ქართველი ჟურნალისტები, ეროვნულ და საერთაშორისო (Associated Press, Reuters, RFI) მედიაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით, არიან პოლიტიკოსებიც და სხვადსხვა პროფესიის ახალგაზრდებიც.
თუმცა, დეკლარირებულია, რომ პრესკლუბი იქნება პოლიტიკური გავლენებისგან და აფილაციებისგან თავისუფალი პლატფორმა.
*კლუბის მიზანია შექმნას სადისკუსიო და თანამშრომლობის ცენტრი ქართული, ევროპული და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებისთვის, პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის, სპორტის, გარემოს დაცვის და სხვა სფეროების წარმომადგენლებთან სადისკუსიოდ და საკორესპონდენციოდ.
*პრეს კლუბი ორგანიზებას გაუწევს საერთაშორისო კოლოქვიუმებს, კონფერენციებს, დიპლომატიურ მისიებთან დისკუსიებს, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს.

 პრესკლუბში თბილისი- ევროპა მოეწყობა სხვადასხვა საჯარო
ღონისძიებები, სადაც შესაძლებელი იქნება საინტერესეო და საჭირო ინფორმაცის უშუალოდ
პირველწყაროდან მიღება.
პრეს კლუბის მიზანს, ასევე წარმოადგენს მისი წევრების დაახლოება და მათთვის საქმიანი, სამუშაო
გარემოს შექმნა.
პრეს კლუბი მისი წევრებისთვის ორგანიზებას გაუწევს საგანმანათლებლო პროგრამებს , ტრენინგებს, ვებინარებს, კონფერენციებს, მასტერკლასებს და სხვა აქტივობებს, როგორც
საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე საზღვარგარეთ.
პრეს კლუბის სპეციალური ფონდის სახსრებით მოეწყობა კონკურსები და დაწესდება ჯილდოები და სტიპენდიები.
პრეს კლუბის პრიორიტეტულ ამოცანებს შორის რეგიონალური კონფლიქტების მოგვარების და პრევენციის მიზნით სახალხო დიპლომატიის ხელშეწყობა იქნება.
პრეს კლუბის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი, ასევე იქნება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაში ხელშეწყობა.
თბილისის პრესკლუბმა უკვე გააფორმა ხელშეკრულება ბრიუსელის პრეს კლუბ ევროპასთან და გახდა მსოფლიო პრეს კლუბების წევრი.
პრეს კლუბი თბილისი-ევროპა, ქართულ და უცხოურ ტელევიზიებს შესთავაზებს სატელევიზო აპარატურას, ვიდეო და აუდიო მონტაჟს, აღჭურვილი იქნება პირდაპირი ჩართვების აპარატურით, გამოყოფილი იქნება დარბაზი პრეს კონფერენციების ჩასატარებლად.

პრეს კლუბ თბილისი- ევროპას ოფისი ქალაქის ცენტრში, სასტუმრო Marriott Tbilisi -ის შენობაშია განთავსებული.

პრესკლუბი თბილისი -ევროპა საერთაშორისო პრეს კლუბების ქსელის ნაწილია და ეს უკვე აძლევს შანსს ქართულ ჟურნალისტიკას, გახდნენ მსოფლიო მედიის ნაწილი, თანაზიარნი და პარტნიორები. ჩვენი პრეს კლუბის დამფუძნებლებში მსოფლიო პრესისსთვის ცნობილი ადამიანები არიან. შახ აივაზოვის და სერგო ედიშერაშვილის ფოტოებს ხშირად ნახავთ ისეთ ცნობილ მედია გიგანტების ფურცლებზე როგორებიც გახლავან, « ნიუ იორკ ტაიმსი », « ნიუსუიკი », «ვაშინგტონ პოსტი», «ეკონომისტი», «უოლ სტრიტ ჯორნელი», «გარდიანი», «მონდი », « ფიგარო » და უამრავი სხვა ცნობილი ჟურნალი და გაზეთი. გიორგი ფოფხაძე დღემდე ერთად ერთი ქართველი ჟურნალისტია, რომელმაც წამყვან ევროპულ და ამერიკულ ტელე და რადიოკომპანიებში მუშაობის მრავალწლიანი სტაჟი აქვს და დღესაც ფრანგულ რადიოში მუშაობს. ამ ჟურნალისტების გადაღებული და გაშუქებულია უამრავი ომი და ეთნოკონფლიქტი. შახ აივაზოვი და სერგო ედიშერაშვილი, ფაქტიურად ჩვენი თანამედროვე ისტორიის მემატიანეები არიან. ჩვენი დამფუძნებელია ცნობილი ტელე ჟურნალისტი ლევან ჯავახიშვილი. ჩვენი დამფუძნებელია ზვიად კვაჭანტირაძე, რომელსაც საკუთარი წვლილი აქვს შეტანილი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების და უვიზო მიმოსვლის შეთანხმების მიღწევაში. მას აქვს მრავალმხრივ დიპლომატიაში და ევროსტრუქტურებთან და დონორებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ჩვენი კლუბის საპატიო პრეზიდენტი ბრიუსელის პრეს კლუბის პრეზიდენტი სტივენ კოლინსია, ხოლო ბორდის საპატიო თავმჯდომარე ბრიუსელის პრეს კლუბის დირექტორი ლორან ბრიე გახლავთ”, – ამბობს პრეს კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი ვასილ თამაზაშვილი.

 

https://youtu.be/m-m9QmxcbSQ

banner
წინა სტატიაშირუსლან აბაშიძის გამოხმაურება გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში მიღებულ საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი : როცა სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე არ არის, თავდასხმა ლუგარის ლაბორატორიაზე და სხვა ობიექტებზე შესაძლოა, გაძლიერდეს