თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს, დაკავებულია ერთი პირი

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განცხადეს, დოლიძის ქუჩაზე მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს და ბრალდებულის სახით ერთი პირი სამართალდამცველებმა მალევე აიყვანეს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დოლიძის ქუჩაზე სროლა იყო, თუმცა როგორც მოგვიანებით შსს-ში განაცხადეს, დაჭრა ცივი იარაღით მოხდა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს მაპი, თუ ასე არ მოხდა, მხდალი გადაწყვეტილება იქნება – მეთიუ ბრაიზა
შემდეგი სტატია,,თუ შინაგან საქმეთა მინისტრი ვერ ახერხებს, ცალკეული პირების უკანონო მოქმედება შეაჩეროს, ესე იგი, უწყებას ვერ მართავს”