თბილისში დაგეგმილი პუტინის ფონდის “საერთაშორისო კონფერენცია”, ჩაიშალა

თბილისში დაგეგმილი “დამოუკიდებელი საერთაშორისო კონფერენციის” – OpenTalks.AI ჩაიშალა. ინფორმაციას ამაზე თავად კონფერენციის ორგანიზატორები ავრცელებენ:

“ძვირფასო მეგობრებო, სამწუხაროდ, ძალიან სამწუხარო ამბავი გვაქვს.
კონფერენცია თბილისში გაუქმებულია. ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზები გამო. ძალიან გვტკივა და გვწყინს, მაგრამ ეს სიტუაციაა….” ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზატორები წერენ, რომ მეტი დეტალი ორშაბათს გახდება ცნობილი და რომ ყველა მონაწილეს გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდება,.

შეგახსენებთ, პუტინის ფონდის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია Сколково თბილისში “საერთაშორისო კონფერენციის” ჩატარებას 6-7 მარტს გეგმავდა.

banner
წინა სტატიაშიიზა ომაძე: ჩემო ნიკო ჩვენს შორის ყოველგვარი კანონზომიერება დაირღვა, ვერ ჩავდექი შენსა და სიკვდილს შორის
შემდეგი სტატიათეოლოგი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე მეუფე ქრისტეფორეს სკანდალურ ინტერვიუზე